სიახლები

10-11-2022 მე რომ მასწავლებელი ვიყო

კლუბის მეურვე ნინო ბენიძის ინიციატივით N19 საჯარო სკოლაში განხორციელდა ახალი აქტივობა,,მე რომ მასწავლებელი ვიყო”რომელიც ეფუძნება საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია) პოპულარიზაციას და წახალისებას,რათა მოსწავლეების მხრიდან იყოს ინტერესი და სიყვარული.შეძლონ დაინახონ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქიმიის აუცილებლობა და საჭიროება.ქიმიის მოყვარულებმა,კლუბის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები,მე-11 კლასის მოსწავლეებმა(დავით კაპანაძე,დავით ხარშილაძე) მოირგეს მასწავლებლის იმიჯი და მე-9 კლასში ჩაატარეს ქიმიის გაკვეთილი.ისაუბრეს მჟავებზე,ფუძეებზე და მათ ქიმიურ თვისებებზე.ჩაატარეს ექსპერიმენტები და შეადგინეს რეაქციათა ტოლობები.მსგავსი აქტივობა გრძელდება და გელოდებით მოხალისე მოსწავლე/მასწავლებელს.სამიზნე ჯგუფი წინასწარ უნდა იყოს შერჩეული.წარმატებები!!!

ნანახია 164-ჯერ